ახალი ამბები მთავარი სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დამტკიცდა

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი დაამტკიცა.

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი უწყების თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის მიერ წარდგენილ კანდიდატურას. კენჭისყრის პროცესი საქართველოს უზენაეს სასამართლოში პლენუმის სხდომაზე გაიმართა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა დაესწრო.

ხვიჩა კიკილაშვილი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას ფიცის დადების შემდეგ შეუდგება.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე, რომლის საქმეც განხილულ იქნა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის მიერ.

 

იტვირთბა....