ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სმარტი“ წითელ ჯვართან და მერიასთან ერთად საზოგადოებას ხანდაზმულთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის საშუალებას აძლევს

„სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში, წითელი ჯვრისა და  თბილისის მერიის ხანდაზმულთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, სპეციალური კუთხეები მოეწყო, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, საჭიროებების წინასწარ შემუშავებული  შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი და ამ გზით მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში.

აღნიშნული კამპანია „სმარტში“ გუშინ დაიწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და  თბილისის მერმა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ვისოლ ჯგუფი“ მარტის შუა რიცხვებიდან შეუერთდა თბილისის მერიის კიდევ ერთ ინიციატივას და სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით ამარაგებს.

„ვისოლ ჯგუფი“, ასევე, მოუწოდებს სხვა ბიზნესკომპანიებს, ინიციატივაში ჩაერთონ და  პასუხისმგებლობა გაიზიაროინ სოციალური.

#ჩაერთე ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც საქართველოს კერძო სექტორს მერიასთან ერთად საერთო სოციალური პასუხისმგებლობის მიზნის გარშემო აერთიანებს.

#ჩაერთე დევიზით სოციალური რგოლი თბილისის მასშტაბით „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი სარეკლამო კომპანია „ალმას“ ყველა გარე მონიტორზე და „ვისოლ ჯგუფის“ სოციალურ მედიაგვერდებზე ზიარდება და მოუწოდებს კომპანიებს, ერთად დავძლიოთ COVID-19-ით გამოწეული კრიზისი.

„როგორც ვიცით, COVID-19 ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფი ხანდაზმული ადამიანები არიან. მათ შორის კი განსაკუთრებულად უჭირთ მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილების და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები აქვთ. შესაბამისად, ჩვენს ძალისხმევასთან ერთად, ფართო საზოგადოებასაც ვაძლევთ საშუალებას, ჩაერთონ ქველმოქმედებაში და დაეხმარონ ხანდაზმულ ადამიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ასე ვეცდებით, მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ მათ კრიზისული პერიოდის გადატანა“, – აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

იტვირთბა....