თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი ინფიცირებული პაციენტებიდან ორი მათგანი მათთან ცენტრში გადის მკურნალობას, დანარენები კი სხვა დაწესებულებებში არიან გადაყვანილები.
ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ორი პაციენტის წყარო უკვე ცნობილი კონტაქტებია.
“ამ შემთხვევებიდან ორი ჩვენს ცენტრში და ამ ეტაპზე ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, დანარჩენები სხვად დაწესებულებებში გადანაწილდნენ. სულ ათი დაწესებულებაა მიმღები, ესენი გადანაწილებული არიან სხვა დაწესებულებებში. ჩვენი ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტებია”,- აცხადებს ეზუგბაია.
ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ორი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
“ახალი პაციენტებიდან ხუთს აქვს პნევმოვნია, დანარჩენებთან არ არის პნევმონია. მიმდინარეობს დაავადება, შეიძლება ითქვას, რომ საშუალოდ. გვყავს ორი კრიტიკული პაციენტია, რომელთა მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, მაგრამ სტაბილიზაციის რაღაც ელემენტები შეიმჩნევა”.- აცხადებს მარინა ეზუგბაია.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი 148-მდე გაიზარდა. მათგან, 27 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი.