“სისხლის პრობლემები იქმნება უკვე მარაგებში. სისხლი ყოველთვის საჭიროა, ამიტომ მოვუწოდებდი ჩვენ თანამოქალაქეებს, ვინც არიან ჯანმრთელები და აქვთ ფიზიკურად ამის შესაძლებლობა, დავუკავშირდეთ უახლოეს სისხლის სადგურებს, კარგი იქნება, თუ სისხლს ჩავაბარებთ, ეს ქვეყანას ყოველთვის სჭირდება.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
ცნობისთვის, ჯანდაცვის უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში სისხლის პროდუქციის მარაგი მცირდება. უწყება შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა ქვეყანა სისხლის მწვავე დეფიციტის წინაშე დადგეს.