მთავარი ციტატა

“სისხლით გადაცემის პრეცედენტი არ მოიძებნა”- პაატა იმნაძე

“მილიონამდე ავიდა მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები, თუმცა სისხლით გადაცემის პრეცედენტი, ყოველ შემთხვევაში რაც მათ მოიკვლიეს ლიტერატურაში, არ მოიძებნა. ყველა დონორი ყოველგვარი „კოვიდთან“ დაკავშირების გარეშე, ძალიან მკაცრ შემოწმებას გადის, ვიდრე მოხდება მისგან სისხლის აღება. ეს გულისხმობს ძალიან დეტალურ გამოკითხვას, დეტალურ შეფასებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, სიცხის გაზომვას. ასევე დაემატა დამატებით კითხვები ამ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც სისხლს აბარებენ.”

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

ცნობისთვის, ჯანდაცვის უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში სისხლის პროდუქციის მარაგი მცირდება. უწყება შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა ქვეყანა სისხლის მწვავე დეფიციტის წინაშე დადგეს. 

იტვირთბა....