ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში, ვერეს ხეობაში პოლიციამ მამაკაცის ცხედარი იპოვა

სამართალდამცველებმა თბილისში, ვერეს ხეობაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც გაზეთ “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარის  გამოძიება მიმდინარეობს, ცხედარს კი ექსპერტიზა უტარდება.

ამ დროისთვის უწყებისთვის დამატებითი ინფორმაცია არაა ცნობილი.

იტვირთბა....