“ამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს დისტანციური სწავლების განვითარებას. ამაში ვგულისხმობთ „ტელესკოლას“, ონლაინ სწავლებას და სხვადასხვა მეთოდოლოგიას. ეს ყოველივე გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება, სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ სემესტრი შედგეს. სამინისტრო მიყვება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა რეკომენდაციას. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე.”
ეკა დგებუაძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
30 მარტს პირველი არხი | განათლების ეთერში საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო, რისი დახმარებითაც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ტელეგაკვეთილები იხილონ.
განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს მოიცავს.
მთავრობამ აღნიშნული პროექტის შექმნის გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასწავლო პროცესის შეჩერების გამო მიიღო.