ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამ ეტაპზე არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვები პრაქტიკულად აკრძალულია”- თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვები პრაქტიკულად აკრძალულია.

ამის შესახებ თურნავამ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ონლაინ გაყიდვების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის ცნობით, ამ ეტაპზე შეზღუდვა არ ეხება ფარმაცევტული ნაწარმისა და სასურსათო პროდუქტის ონლაინ გაყიდვებს.

ვიცი , რომ ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა.. მაგრამ,  ეს პირველ რიგში, ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ ჩვენ ბიზნესებს უნდა მოვთხოვოთ, გადაეწყონ საქმიანობის ახალ წესზე. მაქსიმალურად უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი შეძლებენ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვას.  ამ ეტაპზე არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვები პრაქტიკულად აკრძალულია.  ამაში არ შედის ფარმაცევტული ნაწარმი. რაც შეეხება სასურსათო პროდუქტს, ის გრძელდება, მაგრამ აქაც გადავამოწმებთ და მოვითხოვთ უსაფრთხოების ყველა წესის დაცვას. მალე შევთავაზებთ კონკრეტულ წესებსა და მოსაზრებებს ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ონლაინ გაყიდვებზე გადავიდეს.

პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ საწყობებში მყოფი ადამიანები სამედიცინო გაიდლაინების შესაბამისად არიან აჭღურვილები. ასევე, ის ადამიანები, ვინც მიდიან ამა თუ იმ ოჯახში და მათ ვუღებთ ჩვენი სახლის კარს, თავადაც უნდა იყვნენ დაცული”,- აცხადებს ნათია თურნავა.

 

იტვირთბა....