მთავარი ციტატა

“შესაძლოა, 2020 წლის არჩევნები ისევ ძველი, 77/73 სისტემით ჩატარდეს”

“თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა, აღარაფერს ვამბობ უკვე კარანტინის რეჟიმზე და ამ ყველაფერმა ბუნებრივად გამოიწვია ის, რომ საერთო საჯარო განხილვაც არ გაგრძელდა, მაშინ შეიძლება, დავდგეთ ასეთი მოცემულობის წინაშე: თადარიგი აქედანვე უნდა დავიჭიროთ, რომ შემდეგ ხელისუფლების არგუმენტი არ იყოს ასეთი: რა გვექნა, გვინდოდა, შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, კანონ-პროექტის ინიცირება მოვახდინეთ, ჩვენგან დამოუკიდბელი მიზეზების გამო, მოხდა საგანგებო მდგომარეობის შემოღება, ამიტომ, იძულებული ვართ, კონსტიტუციური ცვლილებების გარეშე ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნებიო. ეს კი, იმას ნიშნავს, ისევ 77 პროპორციული სიით გასული დეპუტატი და 73 მაჟორიტარი გვეყოლება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა 2020-ის არჩევნები ისევ ძველი, 77/73 სისტემით ჩატარდეს”

მამუკა კაციტაძე

2020news

შეგახსენებთ, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებულები არიან, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ 2020 წლის არჩევნები 120/30 სისტემით უნდა ჩატარდეს.

 

იტვირთბა....