ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

სუბიექტების სია, რომლებსაც არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობისას

სპეციალისტების ინფორმაციით, საქართველოში არსებულ მაღაზიებში ონლაინ ვერაფერს იყიდით, გარდა საკვები პროდუქტებისა. შეგიძლიათ, ონლაინ იყიდოთ ხინკალი, რომელსაც კურიერი მოგიტანთ უსაფრთხოდ, მაგრამ არ შეგიძლიათ, იყიდოთ წიგნი, ტექნიკა და ა.შ., რადგან დაავადების რისკი იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ კურიერი იგივეა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებსაც არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. (იხილეთ სია)

აღსანიშნავია, რომ სიაში არის და ასევე მუშაობას აგრძელებს შპს „ჯი ენ ელ“ – საქართველოს ეროვნული ლატარია. როგორც ჩანს, ასეთი მძიმე მდგომარეობის ფონზე, ეროვნული ლატარიის შეუფერხებელი მუშაობა მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

სპეციალისტების ვარაუდით, გამოსავალი მთავრობამ უნდა შექმნას ბაზა და აპლიკაცია, სადაც იქნება ყველა ის მცირე თუ მსხვილი ბიზნესი, რომელსაც შეუძლია ონლაინ ვაჭრობა, და აიყვანოს მოქმედი კურიერები, თუ საჭირო იქნება, დაამატოს კიდეც, გადაამზადოს არსებული სიტუაციის შესაბამისად, მისცეს აღჭურვილობა, გადაამოწმოს ყოველდღიურ რეჟიმში და ასე ამუშაოს დისტანციურად ყველა მცირე თუ მსხვილი ბიზნესი.

შეგახსენებთ, ამ დროისათვის, კორონავირუსით საქართველოში 130 შემთხვევაა დადასტურებული.

 

იტვირთბა....