შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცფიით, ინტენსიური თოვის გამო საავტომობილო გზებზერ მოძრაობა შეიზღუდა.
კერძოდ, ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე.
ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.