სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, აგრარულ ბაზრებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს არცერთ რეკომენდაციას იცავენ, რაც იძულებულს ხდის, მათი დახურვის საკიტხი განიხილონ.
როგორც მოწერელიას აღნიშნავს, არასახარბიელო მდგომარეობაა ზუგდიდს, სენაკს და ფოთის აგრარულ ბაზრებზე და მოვაჭრეებს მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან.
“მინდა, შევეხო რეგიონის აგრარული ბაზრების თემას. ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე შეხვედრა და არ შევწყვიტეთ მათი ფუნქციონირება. დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ბაზარში არც ჰიგიენის ნორმები და არც დისტანცია არ არის დაცული, რაც გათვალისწინებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. კიდევ ერთხელ, მინდა ვთხოვო და გავაფრთხილო ბაზრების ადმინისტრაცია და მოვაჭრეები, თუკი ხვალიდან არ მოხდება რეკომენდაციების შესრულება, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ.
ეს ეხება ზუგდიდს, სენაკს და ფოთის აგრარულ ბაზრებს. ჩვენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს, ეს არის ჰიგიენა და დისტანცია. ის, რაც დღეს ბაზრებში ხდება, არის სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ჩვენ ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ გვინდა ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვთ მათ, ნუ გვაიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას“,-