“რიცხვები კვლავ ხმაურიანია, მაგრამ ზრდის შენელების მხრივ საკმაოდ კარგი ნიშნები იკვეთება… მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე გრიპის, ეს სამყაროს დასასრული არ არის. რეალური ვითარება ისეთი საშინელი არ არის. კორონავირუსის პანდემიის დასასრული ახლოსა, ჩვენ კარგად ვიქნებით.”
მაიკლ ლევიტი – ამერიკელი მეცნიერი
ამის შესახებ მეცნიერმა LA Times-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში ინფიცირების 860 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული, 42 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 178 ათასამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.