ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პროტოკოლი იწერება იმისათვის, რომ ბანოჯაში მყოფმა ექიმმა და ზემო მაჩხაანში მყოფმა ექიმმაც ერთნაირად შეხედონ საქმეს” – იმნაძე

იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით,  სახელმწიფო პროტოკოლი, რომელიც კორონავირუსის კლინიკური მართვის მიზნით შეიქმნა, ყველა ექიმისთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს.

rროგორც იმნაძე აღნიშნავს, როდესაც  1000 ექიმიდან 990 დაიცავს პროტოკოლს ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა 90%-ით დაზღვეული იქნება.

„პროტოკოლი იწერება იმისათვის, რომ ბანოჯაში მყოფმა ექიმმა და ზემო მაჩხაანში მყოფმა ექიმმაც ერთნაირად შეხედონ ერთნაირ საქმეს. 1000 ექიმიდან, როდესაც 990 დაიცავს პროტოკოლს ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 90%-ით მაინც უნდა ვიყოთ დაზღვეულნი. როდესაც ყველა თავის ჭკუაზე აკეთებს ყველაფერს ეს ნიშნავს, რომ სისტემა არ მუშაობს“, – აღნიშნა იმნაძემ.

კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციის საეჭვო შემთხვევების მართვაზე  სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) გამოქვეყნდა. პროტოკოლი განკუთვნილია როგორც პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის.

დოკუმენტში განსაზღვრულია კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რეკომენდაციები და დაავადების მიმდინარეობა.

 

იტვირთბა....