ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვენდისა“ და “დანკინის“ რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

„ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით მუშაობას განაგრძობს და Drive Thru-სა და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე ერთგულ მომხმარებელს მოემსახურება.

როგორც უკვე იცით, „ვენდიმ“ და „დანკინმა“ გაითვალისწინა ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციები და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადავიდა.

ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს, საერთაშორისო მიტანის სერვისების „გლოვოსა“ და „ვოლტის“ დახმარებით, ამიერიდან აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ, აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ, კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი, ასევე, მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან დატოვებს, რათა სრულად დაიცვას სოციალური დისტანციის წესები.

მიწოდების სერვისის წასახალისებლად, „ვოლტისა“ და „გლოვოს“ მომხმარებლებისთვის, „ვენდისა“ და „დანკინის“ უგემრიელეს პროდუქტებზე მუდმივად სპეცშეთავაზებები და ფასდაკლებებია. ამჟამად „ვოლტით“ „ვენდის“ პიცის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად 2 კოკა-კოლას იღებს, „გლოვოთი“ „ვენდის“ კომბოს შეძენის შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, „გლოვოთი“ „დანკინის“ სენდვიჩების კომბოს შეძენისას მათ საჩუქრად ყავა ელით, „ვოლტით“ „დანკინის“ სენდვიჩების კომბოს შეძენისას კი – დონატი. ამის გარდა, Drive Thru-ს მომხმარებლებს სასიამოვნო საჩუქრები შეხვდებათ.

 

 

 

 

იტვირთბა....