პირველად ჯანდაცვაში კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციის საეჭვო შემთხვევების მართვაზე სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) გამოქვეყნდა.
დოკუმენტში განსაზღვრულია ის პირობები, თუ როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი COVID 19 ის არსებობაზე
განმარტებულია ის შემთხვევები, როცა დაავადების მიმდინარეობის გამო ეჭვი უნდა მივიტანოთ COVID-19–ის არსებობაზე.
“კლინიკური ეჭვის მიტანა COVID-19–ის არსებობაზე უპირველესად აუცილებელია იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ:
- ახლად აღმოცენებული ცხელება და/ან სასუნთქი სისტემის (რესპირაციული)
სიმპტომები (მაგ., ხველა, ქოშინი); ქვედა სასუნთქი გზების მძიმე დაავადება, რომლის მიზეზი გაურკვეველია.
COVID-19–ის არსებობის ალბათობა იზრდება, თუ ზემოთ აღწერილი პაციენტები:
- ცხოვრობენ ან მოგზაურობდნენ გასული 14 დღის განმავლობაში იმ ადგილებში (ქვეყანა, რეგიონი, რაიონი, დასახლებული პუნქტი), სადაც SARSCoV-2 ინფექციის შიდა გავრცელებაა აღწერილი; ჰქონდათ მჭიდრო კონტაქტი გასული 14 დღის განმავლობაში COVID-19–ის
დადასტურებული ან შესაძლო შემთხვევის მქონე პირებთან, მათ შორის
სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პირთან”,- წერია დოკუმენტში.
პროტოკოლში განმარტებულია ასევე, შესაძლ;ო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევებიც.
პროტოკოლი განკუთვნილია როგორც პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასაქმებული
სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის.
პროტოკოლში სხვა რეკომენდაციებიცაა მოცემული, დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.