ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“კანადაში კორონავირუსის ვაქცინა შეიქმნა” – “ამერიკის ხმა”

ქართველმა მეცნიერმა გიორგი ბაბუაძემ კანადაში მეცნიერების გუდნთან ერთად ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინა გამოიგონა. მეცნიერები ამ ეტაპზე ვაქცინის კლინიკურ ცდებს ატარებენ.  ხოლო, თუ ვაქცინამ დადებითი შედეგი გამოღო, ის ერთ წელიწადში გახდება ხელისაწვდომი.

ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

როგორც გამოცემასთან ბაბუაძე აღნიშნავს, თუ ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა ეფექტური შეწდეგი აჩვენა, მისი ტესტირება დაწყება პრეკლინიკური ფაზის პირველ ეტაპზე, რისთვისაც შეირჩევა 10-დან 25-მდე ადამიანი და დაიწყება კვლევა.

“ამ პანდემიისას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის. ერთი წელი არა, ძალიან დიდი დრო არის საჭირო.. მაგალითად, ზოგიერთი პათოგენის ვაქცინაზე დღემდე მუშაობენ, გავიდა 70-80 წელი, მაგრამ უშედეგოდ. ნამდვილად.. ჩვენ ვაქცინა შევქმენით ძალიან მალე”,- აცხადებს ბაბუაძე.

მისი თქმით, ვაქცინის ეფექტურობის საბოლოოდ დარწმუნებამდე კვლევის ფარგლებში რამდენიმე ფაზაა გასავლელი.

“თუკი ცხოველების ორგანიზმმა გამოიმუშავა დიდი რაოდენობით სპეციფიკური და შეძენილი იმუნური პასუხი, ამ შემთხვევაში მეცნიერები უკვე გადავლენ პრეკლინიკური ფაზის პირველ ეტაპზე, რისთვისაც შეირჩევა 10-დან 25-მდე ადამიანი და დაიწყება კვლევა. შემდეგ არის 100 ადამიანი და მესამე ფაზა არის 1000 ადამიანი ზუსტად.

მესამე ფაზიდან ხდება უკვე მონაცემთა კონსოლიდაცია, შემდეგ ოფიციალურ ფაზას 2-3 თვე სჭირდება, წარეგდინება ოფიციალურ სააგენტეობს ისეთებს, როგორიცაა Canada Health, ევროპის მედიკოსთა ასოციაცია და მათ უნდა გამოიტანონ გადაწყვეტილება, რომ ეს ვაქცინა მუშაობს, ვარგისია, არ არის ტოქსიკური ადამიანისთვის და გაიცეს ლიცენზია მოხმარებაზე. შემდეგ უკვე შედის გამოყენების ფაზაში. თუ ჩვენ 70 დღის შემდეგ მივიღეთ კარგი პასუხი პრეკლინიკურ ფაზაში, რადგანც ასეთი პანდემიური მდგომარეობაა, მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დაჩქარდება და მაქსიმუმ დასჭირდება ერთი წელი“, – განმარტავს ქართველი მეცნიერი.

იტვირთბა....