ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულად ცნო და პატიმრობაში დატოვა.

როგორც ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან მოსამართლესთან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმების შუადგომლობა დააყენა, რაც არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა.

გამოძიება მას სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

იტვირთბა....