“ვითიბი” ბანკი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას განაგრძობს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს.
როგორც ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული მხარდაჭერა მიზნად ისახავს, რომ დაავადებათა ცენტრმა საველე სამუშაოები შეუფერხებლად აწარმოოს.
„აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევიძინოთ და საჩუქრად გადავცეთ მათ KIA -ს მარკის ავტომობილები. გარდა ამისა, როგორც იცით ვითიბი ბანკმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, გადარიცხა 200 000 ლარი, რომელიც Covid 19 წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.
მოხარულები ვართ, რომ ბიზნეს სექტორს შესაძლებლობა გვეძლევა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად გავერთიანდეთ ამ რთულ პერიოდში და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.
აგრეთვე, ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც ყველაზე დიდი ზიანი მიადგა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო. რის შესახებადაც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავაჟღერებთ“, აცხადებენ “ვითიბი” ბანკში.