მთავარი ციტატა

“ქალბატონი იყო უმძიმესი… ხვალ მივიღებთ საბოლოო პასუხს და ხვალ გაეწერება პროტოკოლის დაცვით”

“ქალბატონი იყო უმძიმესი, მწვავე რესპირატორული სინდრომით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენიით, ჭარბი წონით. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული. პირველადი ჩატარებული ტესტით, „პისიარ“ მეთოდით კოვვირუსით ინფიცირება არ ვლინდება.  სომატური პათოლოგიების გარდა, არანაირი გართულება არ ვლინდება. ხვალ მივიღებთ საბოლოო პასუხს და ხვალ გაეწერება პროტოკოლის დაცვით, თვითიზოლაციის პირობებში.”

ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი

ლევან რატიანი აღნიშნულით იმ ინფიცირებული ქალის მდგომარეობას გამოეხმაურა, რომელიც ბელგიიდან ჩამოვიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა და მკურნალობის კურსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა. მათგან 21 უკვე გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....