aviabiletebi
მთავარი ციტატა

“კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ კორონავირუსი არ არის მკვლელი…”- ლევან რატიანი

“პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი, სომატურად დამძიმემული, ეს ყველაზე მძიმე პაციენტი იყო ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, პირველადი ჩატარებული ტესტით, „პისიარ“ მეთოდით კოვვირუსით ინფიცირება არ ვლინდება. 24 საათში გავიმეორებთ და იმედია, ხვალ ეს ქალბატონი დატოვებს კლინიკას. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ კოვიდი არ არის მკვლელი, შემიძლია, ამ ქალბატონის მაგალითზე გითხრათ.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი

ლევან რატიანი აღნიშნულით იმ ინფიცირებული ქალის მდგომარეობას გამოეხმაურა, რომელიც ბელგიიდან ჩამოვიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა და მკურნალობის კურსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა. მათგან 21 უკვე გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....