უელსის პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC სამეფო სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, პრინცმა თვითიზოლაცია დაასრულა და თავს კარგად გრძნობს.
ბრიტანულ მედიაში პრინცი ჩარლზის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 25 მარტს გავრცელდა. შემოწმება ჩაუტარდა მის მეუღლესაც, თუმცა მას „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 19 522 შემთხვევაა დადასტურებული.