ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შვეიცარიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 295-მდე გაიზარდა

შვეიცარიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 38 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 295-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერსი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 1 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, ქვეყნის მასშტაბით, სულ ინფიცირების შემთხვევები15 475-ს აღწევს.

 

 

იტვირთბა....