ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

სირიის ციხეში პატიმრების ამბოხების შედეგად “ისლამური სახელმწიფოს“ წევრები გაიქცნენ

სირიაში, ჰასაქას პროვინციაში  არსებულ ციხეში პატიმრები ამბოხდნენ,  რის შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები გაიქცნენ.

ამის შესახებ ქურთული “სირიის დემოკრატიული ძალების“ პრესსპიკერი მუსტაფა ბალი აცხადებს.

მისი ცნობით,  პატიმრებმა ციხის შიდა სივრცე დააზიანეს, კერძოდ შიდა კარი გატეხეს, პირველ სართულზე კონტროლი დაამყარეს და რამდენიმე მათგანმა გაქცევა მოახერხა.

შემთხვევის ადგილას ანტიტერორისტული ძალები არიან მობილიზებულები, სამძებრო სამუშაოებში კი საერთაშორისო კოალიციის სამხედრო თვითმფრინავები ჩაერთვნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ციხიდან გაქცევა სულ მცირე 12-მა ჯიჰადისტმა შეძლო.

ქურთი სამხედროები, სირიის ჩრდილოეთში 24 საპატიმრო დაწესებულებას აკონტროლებენ, სადაც 10 000-მდე რადიკალი ისლამისტი იმყოფება, მათ შორის 2 000 უცხოეთი მოქალაქეა.

იტვირთბა....