თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
ელჩი თურქეთის იმ ქალაქების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებზეც საკარანტინო რეჟიმი ვრცელდება.
ელჩი ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ელჩი მოქალაქეებს იმ ქალაქების შესახებ აწვდის ცნობას, სადაც პრევენციის მიზნით კარანტინია გამოცხადებული.
„თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის შემდეგ 14 ქალაქში გამოცხადდა კარანტინი: რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი, ართვინი, გუმუშჰანე, ქუთაჰია, ჩანქირი, სივასი, გირესუნი, ჩანაქქალე, ჩორუმი და დუზჯე“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
ამ დროისთვის, თურქეთსი კორონავირუსის ინფიცირების 10 ათასამდე შემთხვევაა დადასტურეებული. გარდაცვალების 131 ფაქტი ფიქსირდება, ხოლო 105 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიიცრებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში ინფიცირების 724 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული, 34 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 152 ათასამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.