ირანში ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსისგან 117 ადამიანი გარდაიცვალა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსს 2 757 ადამიანი ემსხვერპლა.
უწყების წარმომადგენლის ცნობით, ყუმის, გილანის, მაზანდარანის და მარკაზის პროვინციებში, კორონავირუსით დაინფიცირების შეთხვევები იკლებს და აღნიშნულ ტერიტორიებზე ინფექციის პიკმა გადაიარა.
ირანელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, დაავადება კონტროლირებადი გახდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვირუსის გავრცელება გაზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიიცრებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში ინფიცირების 724 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული, 34 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 152 ათასამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.