ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთის შესასვლელებში მგზავრების ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით შესაძლოა ბლოკპოსტები მოეწყოს

კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, კახეთის რეგიონში  შესაძლოა ბლოკპოსტები განლაგდეს.

ბლოკპოსტები კახეთის შესასვლელტან მოეწყობა და არსებული ინფორმაციით, ორი ლოკაცია იქნება შერჩეული.

კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტტრის ინფორმაციით, კახეთში შემომსვლელ და გამსვლელ მგზავრებს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ.

რეგიონში ამ დრომდე, კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიული დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. სიტუაცია არის მშვიდი. არც საეჭვო პაციენტი არ გვყავს, თუმცა პრევენციული ზომების გამკაცრებას და რეგიონში ბლოკპოსტის განთავსებას ვფიქრობ, რადგან ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა საჭიროა მგზავრებზე ზედამხედველობის გამკაცრება. თუმცა, ჯერ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის,” – განაცხადა ცენტრის უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონის  სამ მუნიციპალიტეტში განთავსებულ 9 საკარანტინო სივრცეში 603 მოქალაქე იმყოფება.თვითიზოლაციაში 227 მოქალაქე, თვითიზოლაციის პერიოდი გაუვიდა 83 ადამიანს.

იტვირთბა....