ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გამოძახება სახლის ხანძრის შესახებ დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ხანშიშესული ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
“ტახტზე იწვა, როგორც ჩანს და ჩაეძინა. მხოლოდ ეს ტახტია დამწვარი”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.