სირიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ამ დრომდე დადასტურებულია ინფიცირების 9 შემთხვევა, მათ შორის 4 ბოლო 24 საათში გამოვლინდა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა. ოფიციალური სტატისტიკით, ამ დროისთვის, ინფიცირების 702 348 შემთხვევა ფიქსირდება.
“კოვიდ-19”-ის შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 33 178 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 149 215 პირი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.