ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უმუშევრობა კორონავირუსის დროს – პანდემიის გამო შეცვლილი მსოფლიო რეალობის შესახებ “ბიბისი” სტატიას აქვეყნებს

“ბიბისის” ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა სამსახური დაკარგა, რისი მიზეზიც COVID 19 და ვირუსის გამო იზოლაციის აუცილებლობა გახდა.

როგორც “ბიბისის” ჟურნალისტი, დემიენ ფოულერი წერს, მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყნის ეკონომიკა მსგავსი პრობლემის წინაშეა, რადგან მილიონობით ადამიანმა პანდემიის გამო მუშაობა დროებით შეწყვიტა.

კვლევების მიხედვით, 2007-2009 წლების ფინანსური კრიზისის დროს ბევრ ადამიანს შეექმნა  ფინანსური, პირადი ან სამსახურთან დაკავშირებული პრობლემებით გამოწვეული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ზოგადად, ნებისმიერი დანაკარგოს დროს, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, სიტუაციის რომელი ელემენტის კონტროლი შეუძლია და რომლის – არა.

პრობლემების გაცნობიერება და აღმოფხვრისაკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი გაუმჯობესების საფუძველია. როგორც სტატიის ავტორი წერს, პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ყოველივე დროებითია. სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, მუდმივი არაა და რაღაც დროის შემდეგ ყველაფერი საწყის კალაპოტს დაუბრუნდება.

მსოფლიოში ახლა არსებული სიტუაციის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრმა ადამიანმა, ვისაც დროებითი სამუშაო ჰქონდა, სამსახურიც დროებით დაკარგა.  კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებამ დააჩქარა მოვლენის სირთულის გაცნობიერების ტემპი.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსით მსოფლიოს მასშტაბით 683 536 ადამიანია დაინფიცირებული, 32 139 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 146 000-ს გადააჭარბა.

იტვირთბა....