ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის სიმპტომებით ქუთაისის ინფექციურში ორი ახალი პაციენტი მიიღეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი ახალი პაციენტი მიიღეს.

ახალი პაციენტებიდან ერთს სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, მეორეს – თურქეთში.

პაციენტებს დღის მანძილზე ანალიზებს აუღებენ და პასუხი საღამოს იქნება ცნობილი.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

გუშინ თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

საქართველოში კონავირუსით ჯამში 90 ადამიანია დაინფიცირებული. საკარანტინო რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.

იტვირთბა....