ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვითიბი” ბანკი  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად 200 000 ლარს გამოყოფს

“ვითიბი” ბანკი, COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად, საწყის ეტაპზე 200 000 ლარს გამოყოფს, რომელიც მიმართული იქნება იმ გამოწვევების გადასალახად, რის წინაშეც ახლა მთელი ქვეყანა დგას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მეშვეობით, აღნიშნული თანხა სპეციალურად COVID 19-ის  შესაჩერებლად #StopCov გახსნილ ფონდში ჩაირიცხება .

“ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა და გუნდურობა ამ ურთულესი მდგომარეობის დასაძლევად.  სწორედ ამიტომ, გვსურს, კონკრეტული ქმედებებით, გვერდში დავუდგეთ როგორც ბანკის მომხმარებლებს, ასევე სახელმწიფოს და ჩვენს მოსახლეობას”,- აცხადებენ ბანკის წარმომადგენლები.

ვითიბი ბანკის მიერ, კრიზისის დასაძლევად განხორციელებული დამატებითი ქმედებების შესახებ, საზოგადოება უახლოეს მომავალში ეტაპობრივად შეიტყობს.

იტვირთბა....