ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას” – იენს სტოლტენბერგი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკანიანსა და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

სატელეფონო საუბარისას სტოლტენბერგმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია, მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო, 3-4 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეზღუდული ფორმატის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამასთანავე, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ გამოხატავს სოლიდარობასა და მხარდაჭერას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხოს გამო მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა. მას შემდეგ რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, ბევრ ქვეყანაში ჩაიკეტა საზღვრები.

საქართველო კორონავირუსტან ბრძოლაში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა აღმოჩნდა, რასას მსოფლიო ლიდერები ხშირად უსვამენ ხაზს.

რაც შეეხება მსოფლიოს მასშტაბით ბოლო მონაცემებს, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 553 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებით,  25 ათთასამდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 129 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....