კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.
სხდომაზე საქართველოში შექმნილ მდგომარეობასა, და ასევე, საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული შეზღუდვებიზე იმსჯელეს.
სხდომაზე განიხილეს, მარნეულისა და ბოლნისში მიმდინარე სამუსაოები და როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სამართალდამცავები 24-საათიან რეჟიმში მკაცრად აკონტროლებენ ვითარებას და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.
მინისტრის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი ასევე მკაცრად კონტროლდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება.
საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განმარტებით, გუშინ გეგმური ჩარტერული რეისი ვენიდან საქართველოს 180-მდე მოქალაქე ჩამოფრინდა, რომლებიც 14-დღიან კარანტინს გაივლიან.
ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონში მომზადდება ე.წ „ცხელების ცენტრები“. აღნიშნულ კლინიკებს მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მსგავსი ცენტრები უკვე გამოყოფილია კახეთის რეგიონში.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კლინიკების მობილიზაცია ქვემო ქართლში, რაც ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება. ინფორმაცია ამ მიზნით გამოყოფილი კლინიკების შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით განთავსდება, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – www.stopcov.ge, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.moh.gov.ge.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს.