ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და ჯანდაცვის უწყებას ეფექტური მოქმედებებისთვის მადლობას უხდის.
“აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოში მათი კოლეგების მრავალწლიანი თანამშრომლობა ეხმარება საქართველოს „კოვიდ-19“-ის საფრთხეებთან ბრძოლაში, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია
საელჩოს ცნობით, უახლესი ტრენინგების ფარგლებში, „კოვიდ-19“-ის სწორ იდენტიფიცირებასა და მეთვალყურეობაში, ასევე, ინფექციის პრევენციასა და კონტროლის პრაქტიკებზე, საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა.
„ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების 462 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებით, 21 ათთასამდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 100 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.