ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო საზოგადოება

(ვიდეო) ლიბერიის პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლაზე იმღერა

ლიბერიის პრეზიდენტმა, ჟორჟე ვეამ კორონავირუსთან ბრძოლაზე იმღერა.

პრეზიდენტი განმარტავს, მისი სიმღერა კორონავირუსი შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

სიმღერის ტექსტში პრეზიდენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ერთად დგომით ისინი კორონავირუსს დაამარცხებენ.

ამასთან, ჟორჟ ვეა მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების შესახებ აწვდის ინფორმაციას და ხელის ხშირად დაბანისკენ მოუწოდებს.

ლიბერიაში ამჟამად კორონავირუსის სამი შემთხვევაა აღრიცხული.

რაც შჭეეხება მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებით 20 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა.

 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....