ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ეგვიპტის ყველა ტურისტულ ობიექტს დეზინფექცია ჩაუტარდება. ბრიტანული „გარდიანის” ცნობით, გადაწყვეტილება ქვეყნის ტურიზმისა და მემკვიდრეობის დაცვის სამინისტრომ მიიღო.
ამავე გადაწყვეტილების თანახმად, დეზინფექცია ჩაუტარდება ასევე გიზის პირამიდებსაც.
შეგახსენებთ, ეგვიპტეში, ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 456 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია – 21.