მთავარი ციტატა

“ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა… ამ პროცესში ერთად ვიქნებით”- ევროკავშირის ელჩი

“ეს კრიზისი არამხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას შეეხება, არამედ უდიდესი გამოწვევაა ეკონომიკისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმუშავო სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად – საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით – საჭიროებებისა და სამომავლო გზების გამოსავლენად. ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი და ყველაზე ძლიერი პარტნიორია და ეს მომავალშიც გაგრძელდება…  ჩვენ ველოდებით სპეციალური ზომების მიღებას ეკონომიკის, ბიზნესისა და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. პროცესი იქნება გრძელი მაგრამ ამ პროცესში ერთად ვიქნებით. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ.”

კარლ ჰარცელი – საქართველოში ევროკავშირის ელჩი 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა. 

ბევრმა ქვეყანამ საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და სხვადასხვა მიმართულებით მკაცრი შეზრუდვები დააწესა. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებით 20 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

 

იტვირთბა....