მთავარი ციტატა

“საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს”- ევროკავშირის ელჩი

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სამყარო თავდაყირა დააყენა. ამ გამოწვევაზე მარტივი პასუხები არ არსებობს. ჩვენ, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა ეს ალბათ სხვებზე უკეთ ვიცით იტალიიდან და ესპანეთიდან მიღებული მონაცემები ამის დასტურია. ამ კონტექსტში მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას და საქართველოს პოლიტიკოსებს სწორი გზისა და მიდგომის არჩევა, რაც ადრეულ და აქტიურ მოქმედებაში გამოიხატა. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ. პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს.

კარლ ჰარცელი – საქართველოში ევროკავშირის ელჩი 

ელჩი აღნიშნულით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ საქართველოს ეფექტურ ძალისხმევას აფასებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა. 

ბევრმა ქვეყანამ საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და სხვადასხვა მიმართულებით მკაცრი შეზრუდვები დააწესა. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებით 20 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

 

იტვირთბა....