ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლიბიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ლიბიაში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ დაინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენამდე, დედაქალაქ ტრიპოლიში შეზღუდვები დააწესეს.

შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო მონაცემებით, დაინფიცირების 425 711 შემთხვევა ფიქსირდება. გარდაიცვალა 18 953 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 109 225 პირი.

იტვირთბა....