ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რამზან კადიროვი: “ინფიცირებული ადამიანი, რომელიც დაარღვევს კარანტინს მოკვლას იმსახურებს”

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი, რომელიც დაარღვევს კარანტინს, “მოკვლას იმსახურებს”. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “დოჟდი” თავის ვებ-გვერდზე, ერთ-ერთ რუსულ სააგენტოზე დაყრდნობით წერს.

“როცა ადამიანი ჯერ თავის თავს და შემდეგ სხვას უქმნის ასეთ პრობლემას, მე თუ მკითხავთ, იმსახურებს, რომ მოკლა, რადგან ის აზიანებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მეგობრებს, ოჯახს…” – ციტირებს “დოჟდი” კადიროვის სიტყვებს.

23 მარტს ესპანეთიდან დაბრუნდა რუსეთის მოქალაქე, სტავროპოლის მხარის მთავარი ინფექციოლოგი და ის კარანტინის ნაცვლად, ერთი კვირის განმავლობაში დადიოდა სამსახურში. მოგვიანებით მას კორონავირუსი დაუდგინეს.

 

იტვირთბა....