ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 240 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციით 240 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს.

საერთო კამში კი, ევროპულ ქვეყანაში ვირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

სააგენტოს ინფორმაციით, საფრანგეთი ჩინეთის, იტალიის, ირანისა და ესპანეთის შემდეგ მეხუთე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ათასს აჭარბებს.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 22 300-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულების რიცხვი 12 პროცენტით გაიზარდა.

მსოფლიოს მასშტაბით კი ინფიცირებულთა რიცხვმა 355 ათასს გადააჭარბა, დაიღუპა 15 ათასზე მეტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 100 ათასზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....