ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გადადება არ დაფიქსირებულა.
ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
მედიასაშუალების ცნობით, ვირუსი აღმოაღნდა 47 ადამიანს, რომლოებიც 3 სხვადასხვა ქვეყნიდან შევიდნენ. ანუ, ჩინეთსი ინფიცირების მხოლოდ იმპორტირებული შემთხვევები დაფიქსირდა.
ჩინეთში კორონავირუსის სულ 81 218 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 73 650 განიკურნა. 3 281 პაციენტი კი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა.