“მძიმეა ყურება, რომ ლარი, რომელიც ჩვენი კოორდინირებული მუშაობით წინა თვეებში ძალიან კარგად დავასტაბილურეთ, კორონავირუსთან ერთად და ამ გლობალურ გამოწვევასთან ერთად, მოხდა ლარის გაუფასურება. რაც ჩვენ კონტროლქვეშაა და ვაკეთებთ, ეს არის რომ შევარბილოთ ნეგატიური ზემოქმედება ლარის კურსის დევალვაციის მოსახლეობაზე. როდესაც პანიკური განწყობები ჩაივლის, ლარის კურსი დასტაბილურდება.”
ნათია თურნავა – ეკონომიკის მინისტრი
ამის შესახებ მინისტრმა ღამის კურიერის” ეთერში ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე განაცხადა.
ცნობისთვის, 24 მარტის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.4494 ლარი გახდა.