ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ვირუსით გარდაცვლილებისთვის მადრიდში ყინულის მოედანი მორგად გადაკეთდა

მადრიდში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილებისთვის ყინულის მოედანი გამოყენებულია, როგორც მორგი. ხელისუფლებამ შოპინგცენტრის ყინულის მოედანი მორგად გადააკეთა.

ამის შესახებ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” წერს.

სავაჭრო ცენტრის ყინულის მოედანი 1800 მოციგურავეს იტევს და ამჟამად ის გამოიყენება “სხეულების შესანახად”.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთის დედაქალაქში ინფიცირებულთა რიცხვმა 11 ათასს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილია 1200-ზე მეტი ადამიანი.

დედაქალაქის მერის განცხადებით,  ოლიმპიური ზომის ყინულის მოედანი მორგებადაა გამოყენებული,.სადაც კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანები არიან დასვენებულები.

აღნიშნულ სივრცეს ზედამხედველობს მადრიდის მთავრობა და სამხედრო სასწრაფო დახმარების განყოფილებები, რომლებიც ესპანეთში კორონავირუსის კრიზისის მოგვარების მიზნით გასულ კვირას განლაგდნენ.

ყინულის მოედნის მორგად გადაკეთების აუცილებლომა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მუნიციპალურმა დამკრძალავმა ბიურომ განაცხადა, რომ აღჭურვილობის სიმცირისა და გარდაცვლილთა სიმრავლის გამო, ის ცხედრებს აღარ მიიღებდა.

აღნიშნული ყინულის მოედანი  მდებარეობს მადრიდის ჩრდილოეთ მხედარე საკონფერენციო ცენტრიდან ახლოს, სადაც ამჟამად  კორონავირუსის მქონე პაციენტების მიმღებად გადაიქცა. ცენტრში  სულ 5 500 საწოლია განთავსებული.

ყინულის მოედანზე ცხედრების მიღება 23 მარტიდან დაიწყო.

“ეს არის დროებითი და საგანგებო ღონისძიება, რომლის მიზანია ფუნდამენტურად დაზარალებულთა ოჯახების ტკივილის შემცირება”,-მ აცხადებს მთავრობის წარმომადგენელი.

ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი, ყველაზე მძიმე დარტყმა ევროპულ ქვეყანაში ესპანეთში, 33,089-მდე გაიზარდა.

 

 

 

იტვირთბა....