კორონავირუსთან ბრძოლაში იტალიის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა და დედაქალაქის საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში განათდა.
“საქართველო თქვენ გვერდით არის! ჩვენ გვჯერა იტალიის გამარჯვების!” – ეს არის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი მეგობარ იტალიას უგზავნის.
კორონავირუსის გამო დღეს იტალიაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. იტალიაში COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით შემცირდა.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 6078 შეადგინა. გამოჯანმრთელებულია 7432 პაციენტი. რაც შეეხება მთლიანად დაინფიცირებულთა რაოდენობას, ჯამში 63 928 ადამიანია.