კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილ ფონდში ამ დროისთვის, დაახლოებით, 5 მლნ ლარია აკუმულირებული, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ფონდს არაერთმა მოქალაქემ და ათეულობით კომპანიამ მიმართა. ამიტომაც გადაწყდა „StopCoV ფონდის“ გაკეთება.
“მათ სურდათ დახმარებოდნენ სახელმწიფოს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ერთიანი პლატფორმა, ერთიანი ფონდი, რომელსაც ჰქვია „StopCoV ფონდი“, რომლის მიზანიცაა ასეთი ტიპის მხარდაჭერების აკუმულირება მოხდეს. ფონდში ჩარიცხული თითოეული თეთრი და ლარი დაიხარჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ჩარიცხვა, ისე ამ თანხების ხარჯვა იქნება სრულად გამჭვირვალე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საჯარო ინფორმაციის სახით, მიიღოს ინფორმაცია, თუ რა მიზანს და საჭიროებას მოხმარდა ფონდში აკუმულირებული თანხა”, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.