ახალი ამბები მთავარი სამართალი

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდა

საქალაქო სასამართლოში დღეს 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ბესიკ თამლიანის საქმის სხდომა გაიმართა, სადაც მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ის საპატიმროს დატოვებს.

მოსამართლემ ალექსანდრე იაშვილმა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

თამლიანის ადვოკატის, ლევან იოსელიანის თქმით, თამლიანის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება მოსამართლემ თავისი ინიციატივით მიიღო და ის საპატიმროს დღეს დატოვებს.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

იტვირთბა....