aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი

“ჯეუ გრუპი” განცხადებას ავრცელებს: “რთული მდგომარეობის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომპანია “ჯეუ გრუპი” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

კომპანია “ჯეუ გრუპი” სრულად იღებს სოციალურ და კორპორატიულ პასუხისმგებლობას, როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე, ასევე, იმ თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე, რომლებიც დასაქმებულნი არიან კომპანიაში.

კომპანია სრულად ითვალისწინებს, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მითითებებს, ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა რეკომენდაციას. კერძოდ, სამუშაოებზე დაცულია სანიტარული და უსაფრთხოების ზომები და თითოეული თანამშრომელი სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ეკიპირებით.

ამასთანავე, “ჯეუ გრუპი” უზრუნველყოფს კომპანიაში დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ხელფასის დროულად და სრულად ანაზღაურებას.

კომპანიის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, წარმოებული მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდება დათქმულ ვადაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობის დაცვით. გისურვებთ ჯანმრთელობას!” – ნათქვამია განცხადებაში.

 

იტვირთბა....