ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვისოლისა“ და “სმარტის“ თანამშრომლებს “ევექსი კლინიკები“  COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რეკომენდაციებს გაუწევენ

“ევექსი კლინიკები“ საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერას უცხადებს იმ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დროს 24 საათის განმავლობაში,  მომხმარებლებს უწყვეტ რეჟიმში ემსახურებიან.

შესაბამისად, დღეიდან „ვისოლისა“ და „სმარტის“ თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება დაიწყო  და COVID-19 ვირუსის პრევენციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

„ევექსი კლინიკების“ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში გადამზადებული ოჯახის ექიმების ჯგუფი შეიქმნა.

პროექტის ფარგლებში, ექიმები მიდიან სხვადასხვა კომპანიაში, ამოწმებენ მათი თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას და პასუხობენ მათ კითხვებს. ასევე, გასცემენ კორონავირუსისგან თავის დასაცავ რეკომენდაციებს.

“ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, მოვიდეთ ადგილზე და კონსულტაცია გავუწიოთ ყველა იმ კომპანის თანამშრომლებს, რომელთაც მომატებული რისკის ქვეშ უწევთ მუშაობა. „ევექსი კლინიკების“ მოძრავი კლინიკით – „ევექსმობილით“ გადამზადებული ექიმების ჯგუფი, სამუშაო ადგილზევე მოახდენენ თანამშრომლების შემოწმებას“, – აცხადებენ „ევექსი კლინიკების“ წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ „ვისოლ ჯგუფი“ თავის წილ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და თანამშრომლებს შესაბამისი ეკიპირებით უზრუნველყოფს. ასევე, ითვალისწინებს ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ოფისების ძირითადი ნაწილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ჯგუფი რეგულარულად ახორციელებს ობიექტების დეზინფექციას და საჭირო აღჭურვილობითა და სადეზინფექციო ხსნარებით ცდილობს, დაიცვას როგორც მომხმარებლების, ისე პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

იტვირთბა....